უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN

ისტორია

რედიქს ჯგუფის ისტორია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2007 წლიდან იწყება. კომპანიის თავდაპირველი საქმიანობის სფერო უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას მოიცავდა. დამფუძნებლების მიერ წინასწარ განსაზღვრულმა მიზნებმა და მათ მისაღწევად დასახულმა ეფექტურმა სტრატეგიამ, კომპანიას მალევე დაუმკვიდრა უნიკალური ადგილი – რედიქს ჯგუფი გახდა პირველი დეველოპერი, რომელმაც ადგილობრივ ბაზარს წარუდგინა ევროპული სტანდარტის პროდუქტი – საცხოვრებელი, საოფისე და კომერციული ფართობები დასრულებული რემონტით.

2008 წლიდან უძრავი ქონების მართვისა და განვითარების პარალელურად კომპანია ახალი, განსხვავებული ფუნქციური დანიშნულების ობიექტების მართვასა და განვითარებას ითავსებს. რედიქს ჯგუფის პორტფოლიოს დაემატა სუპერმარკეტი, კაფე, საბავშვო ბაღი, ველნესცენტრი და ტურისტული სააგენტო. გარდა ამისა, შეიქმნა HoReCa დეპარტამენტი – ქსელი, რომელიც გააერთიანებს სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს თბილისში, სიღნაღსა და ბათუმში.