კომპანიის CSR მიმართულება

scroll arrow

კომპანიის CSR მიმართულება

18.01.2019

კომპანიის მასაზრდოებელი ძალა და შთაგონების წყარო მისი სოციალური პასუხისმგებლობაა. „რედიქსი“ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პროექტში, რომლებიც საზოგადოების მოთხოვნილებების, არსებული გამოწვევების დაკმაყოფილებასა და აქტუალური სოციალური საკითხების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.
ამჟამად, „რედიქსი“ პასუხისმგებლობას იღებს კულტურის იმგვარ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორიც თეატრი და თეატრალური სამყაროა, ერთ-ერთი ინსტიტუცია, რომელზეც გარკვეულწილად დამოკიდებულია საზოგადოების კულტურული გემოვნების ამაღლება და ჯანსაღი აზრის ფორმირება. სწორედ აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ თეატრის წახალისება, სტიმულირება და ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის, ისე სამოქალაქო საზოგადოების კომპლექსური განვითარებისათვის.
მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ფილანტროპია და კორპორაციული პასუხისმგებლობა. კომპანია „რედიქსი“ დაარსების დღიდან, თანმიმდევრულად, ყოველ წელს ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს თეატრის განვითარებაში და ხელახლა ააშენოს ხიდი კულტურის ამ სფეროსა და საზოგადოებას შორის. პროექტები, როგორებიცაა: „თეატრალური დაჯილდოება დურუჯი“, თეატრალური უნივერსიტეტის პირველკურსელთა ნათლობა, თეატრალური პუბლიკაციებისა და ნაშრომების დაფინანსება, სხვადასხვა თეატრალური დასის მატერიალური ხელშეწყობა და კულტურული მემკვიდრეობის ღირშესანიშნავი ადგილების განვითარება, ის მცირე ჩამონათვალია, რომელშიც კომპანია იღებს მონაწილეობას. ეს პროექტები სტიმულს აძლევს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს და შთააგონებს მათ შემოქმედებითად. კომპანიის კარი ყოველთვის ღიაა თეატრის განვითარებით დაინტერესებული ხალხისთვის. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი იდეა, რაც სამომავლოდ ისევ და ისევ ქართული თეატრის განვითარებისკენ იქნება მიმართული.

კომენტარები

სხვა სტატიები

მეტის ნახვა

red arrow down scroll arrow

დასაწყისი