„კლუბი 71“ – ადგილი, რომელიც აერთიანებს ცხოვრების ჯანსაღ წესზე შეყვარებულ ადამიანებს. სივრცე, სადაც ივარჯიშებთ, მიაღწევთ სასურველ ფიზიკურ მდგომარეობას, დაისვენებთ და განიტვირთებით. ჩვენი მიზანია, გავუფრთხილდეთ და ხელი შევუწყოთ ყველაზე ღირებულს, ჯანმრთელობას, და გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება.
სხეულის სიჯანსაღე კომპლექსური ცნებაა, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ, ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობას. ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა თანამედროვე კონცეფცია ინდივიდუალური და კომპლექსური მიდგომით, რომელიც ითვალისწინებს კვების არასწორ ჩვევებზე უარის თქმას, ფიტნესტრენერებისა და სპათერაპევტების დახმარებით საუკეთესო ფიზიკური მდგომარეობის მიღწევას და ორგანიზმის შესაძლებლობების მაქსიმალურად გააქტიურებას, რაც, საბოლოო ჯამში, სხეულის სიჯანსაღის მიღწევის საუკეთესო და თანმიმდევრული მეთოდია.