ჩვენ შესახებ

scroll arrow

2007 - 2010

„რედ­ი­ქსი“ – უძრავი ქონ­ებ­ისა და ინვესტიციების მარ­თვ­ის  კო­მ­პან­ია, დაარსდა 2007 წელს.

კომპანიას წამ­ყვანი ად­გილი უჭ­ირ­ავს უძრავი ქონ­ებ­ის ად­გილ­ობ­რივ ბაზ­არ­ზე.

2007 წელს „რედიქსმა“ პირველმა წარმოადგინა მასშტაბური ბიზნესცენტრი საბურთალოზე (BCV); შენობა მოიცავს საცხოვრებელ და საოფისე ფართობებს, კაფეტერიას და გამაჯანსაღებელ ცენტრს. 

2008 წლ­იდ­ან კო­მ­პან­ია „რედ­ი­ქსი“, უძრავი ქონ­ებ­ისა და ინვესტიციების მართვის პარ­ალ­ელ­ურ­ად, სა­ქ­არ­თვ­ელ­ოში არ­სებ­ული ტურ­ის­ტული პოტ­ენცი­ალ­ის ათ­ვ­ის­ებ­ას იწყებს. „რედ­ი­ქსის“ სტუმ­არ­მა­ს­პინ­ძლობ­ის (HORECA) მიმ­არ­თულ­ება სხვ­ად­ას­ხვა თან­ამ­ედ­როვე სას­ტუმროს, რეს­ტორ­ან­სა და კაფ­ეს აერ­თი­ან­ებს ქვეყნის მა­ს­შტაბ­ით.

2010 - დღემდე

2010 წლიდან კომპანია სასოფლო სამეურნეო მიმართულებით იწყებს მუშაობას.

უმაღლესი ხარისხის ღვინო, თაფლი და რძის პროდუქტები – ეს „რედიქსის“ მიერ წარმოებული სასოფლო სამეურნეო პროდუქტების მცირე ჩამონათვალია.

კომპანიის მფლობელობაშია ამიერკავკასიაში არსებული ყველაზე დიდი რძის მწარმოებელი ფერმა, რომელიც ყოველდღიურად 40 ტონაზე მეტ ძროხის რძეს აწარმოებს.  

ამჟ­ამ­ად „რედ­ი­ქსი“ მარ­თავს უძრავი ქონ­ებ­ის 100 მილ­ი­ონ დოლ­არ­ზე მეტი ღირ­ებ­ულ­ებ­ის აქ­ტივ­ებს, რომლებ­იც მო­იც­ავს თბ­ილ­ისსა და სა­ქ­არ­თვ­ელ­ოს სხად­ას­ხვა რეგ­ი­ონში მდებ­არე სა­ე­ქ­სპლუატ­აც­იო ქონ­ებ­ას, მშენ­ებლობ­ისა და გან­ვით­არ­ებ­ის პროც­ესში მყოფ საკ­უთრებ­ებსა და მიწ­ის ბან­კს.

კომპანია „რედიქსში“ ჯგუფის მასშტაბით ამჟამად 500-ამდე თანამშორმელი მუშაობს.

ღირებულებები

ღირებულებები

 

ქვეყნის წინსვლაში მონაწილეობის მიღება – ჩვენ გვჯერა, რომ ვაკეთებთ სასიკეთო საქმეს ქვ­ეყ­ნ­ის ეკ­ონ­ომ­იკ­ური, სოც­ი­ალ­ური თუ ურ­ბან­ული გან­ვით­არ­ებ­ის­თვ­ის.

სიახლეების ძიება – ჩვენი ნებ­ის­მი­ერი წამ­ოწყებ­ით, დასრულებული, მიმ­დინ­არე თუ სამ­ომ­ავ­ლო პრო­ე­ქ­ტებ­ით ვინ­არ­ჩუნ­ებთ ინ­ოვ­აციურ ნიშ­ას, ვართ ჩვენი საქმის პი­ონ­ერ­ები.

ხარისხი – ჩვენს ყველა პრო­ე­ქ­ტს, ბიზნ­ესმიმ­არ­თულ­ებ­ასა თუ აქ­ტივ­ობ­ას აერ­თი­ან­ებს ხარ­ის­ხზე ორ­ი­ენ­ტაც­ია. კო­მ­პან­ია „რედ­ი­ქსი“თან­ამ­შრ­ომლობს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან კო­მ­პან­ი­ებთან და სა­ერ­თაშ­ორ­ისო ორგან­იზ­აც­ი­ებთან, რაც შეს­აბ­ამ­ის­ად აის­ახ­ება როგ­ორც პროდ­უ­ქტისა და სერ­ვის­ის ხარ­ის­ხზე, ისე ინვეს­ტიც­ი­ებ­ის რა­ოდ­ენ­ობ­აზე.

მიზანი

„რედ­ი­ქსი“– ეს არ­ის პროფ­ეს­ი­ონ­ალი, მიზ­ან­მიმ­არ­თული და სა­ქ­მეზე ორიენტირებული კადრებ­ით დაკ­ო­მ­პლე­ქტებ­ული გუნ­დი.
ჩვენი მიზ­ან­ია ახლებური და თან­ამ­ედ­როვე კონცეფც­ი­ებ­ის შემ­უშ­ავ­ება და დანერგვა, წამ­ყვანი სა­ერ­თაშ­ორ­ისო ორგან­იზ­აც­ი­ებ­ის მოზ­იდვა, ად­გილ­ობ­რივ ორგან­იზ­აც­ი­ებთან თან­ამ­შრ­ომლობა, გამორჩეული პროდ­უ­ქტისა და სერ­ვის­ის შეთ­ავ­აზ­ება მომ­ხმარ­ებლის­თვ­ის და სა­ქ­არ­თვ­ელ­ოს ეკ­ონ­ომ­იკ­ურ, პოლ­იტ­იკ­ურ და კულტურ­ულ ჰაბ­ად წარ­მოჩ­ენა რეგ­ი­ონში.
ჩვენს ჯგუფს, რომლ­ის საქმიანობაც რამ­დ­ენ­იმე მთავ­არი ბიზნ­ესმიმ­არ­თულ­ებისგან შედგება, მიზნ­ად აქ­ვს დას­ახ­ული მა­ს­შტაბ­ური დევ­ელ­ოპ­ერ­ული და სა­ინვეს­ტიც­იო პრო­ე­ქ­ტებ­ის გან­ხორ­ცი­ელ­ება და სა­ქ­არ­თვ­ელ­ოში არ­სებ­ული ტურ­ის­ტული პოტ­ენცი­ალ­ის მა­ქსიმ­ალ­ური ათ­ვ­ის­ება, რაც ქვ­ეყ­ნ­ის ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვით­არ­ებ­ის­თ­ვ­ის სას­იც­ოცხლოდ მნიშ­ვნელ­ოვ­ან­ია.

ხედვა

 

ეკ­ონ­ომ­იკ­ურ­ად მდგრადი,დას­ავ­ლური ღირ­ებ­ულ­ებ­ებ­ისა და გამოცდილების გათ­ვ­ალ­ის­წინ­ებ­ით გან­ვით­არ­ებ­ული ქვეყანა. 

პროექტები

მიმდინარე პროექტები

 

CH64 – წინ­გად­ად­გმული ნაბ­იჯი ად­გილ­ობ­რივი უძრავი ქონ­ებ­ის ბაზ­არ­ზე. კომპანია „რედიქსმა“, ერთ-ერთმა პირველმა, წარმოადგინა უმ­აღ­ლესი ხარ­ის­ხის, მსოფ­ლი­ოში აღ­ი­არ­ებ­ული NFPA სა­ერ­თაშ­ორ­ისო სტან­დარ­ტებ­ისა და ენ­ერ­გო­ეფ­ე­ქ­ტი­ან­ობ­ის გათ­ვ­ალ­ის­წინ­ებ­ით აგ­ებ­ული A კლ­ას­ის ბიზნ­ესცენ­ტრი. დახ­ვ­ეწ­ილი ექ­სტერ­ი­ერი, ნატ­ურ­ალ­ური თიხ­ის ფილ­ებ­ით მოპ­ირ­კეთ­ებ­ული ფას­ადი, შუშ­აბ­ან­დი, რომ­ელ­იც ბუნ­ებრივ­ად ერ­წყმის შენ­ობ­ის გვერ­დით მდებ­არე სას­ტუმრო „ჰილ­ტონ გარ­დენ ინ­ის“ ფას­ადს, სა­უკ­ეთ­ესო ად­გილ­მდებ­არ­ე­ობა და თან­ამ­ედ­როვე ბიზნ­ესცენ­ტრ­ის ყველა დეტალი, რაც აუმჯობ­ეს­ებს პროდ­უ­ქტი­ულ­ობ­ას, იძლევა სტიმ­ულს და სა­უკ­ეთ­ესო პირ­ობებს ქ­მნის ნებ­ის­მი­ერი საქმის მა­ქსიმ­ალ­ურ­ად წარ­მატ­ებ­ით გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის­თ­ვ­ის. დღეისათვის CH64-ის  სა­ოფ­ისე ფარ­თობ­ებ­ით სარ­გებლობ­ენ  სა­ერ­თაშ­ორ­ისო  ორგან­იზ­აც­ი­ები და დიპლომ­ატ­ი­ური კორპუს­ის წარ­მომ­ად­გენლ­ობ­ები.

პარტნიორები

რეგუსი

რეგუსი სამუშაო სივრცეების უმსხვილესი პროვაიდერია, ბრიტანული კომპანია, რომელიც მსოფლიოს 1000 - ზე მეტ ქალაქშია წარმოდგენილი 3500 -ზე მეტი ბიზნესცენტრით.

დახვეწილი ინტერიერი, ოფისები და საერთო სამუშაო სივრცეები (co-working), საკონფერენციო ოთახები მოქნილი ხელშეკრულების პირობებით. ამჟამად რეგუსი წარმოდგენილია BCV და Tabidze 1 ბიზნესცენტრებში.

building

ჰილტონ გარდენ ინნი

საქართველოში, როგორც თანამედროვე სამყაროს სხვა ქვეყნებში, ტურიზმის სექტორის განვითარება სტუმარმასპინძლობის, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციის ხარისხის განვითარებაზე არის დამოკიდებული. რაც უფრო მყარი, მრავალფეროვანი და საინტერესოა ქვეყანა ტურისტული თვალსაზრისით, მით უფრო მეტია სტუმრობის მსურველი. 
სწორედ ესაა სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნის“ კონცეფციაც. მდებარეობს რა ქალაქის ელიტურ უბანში, ბანკებისა და, ზოგადად, კომერციული სექტორის სათავო ოფისების მიმდებარედ, საკუთარი საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხით მეტად უახლოვდება საქმიანი ტურიზმის მოთხოვნების უმაღლეს სტანდარტს. ამასთან, სასტუმროს ბუნებრივად ერწყმის ახლად

building

მენეჯმენტი

 ლაშა პაპაშვილი
ლაშა პაპაშვილი

ჯგუფის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი

 სულხან პაპაშვილი
სულხან პაპაშვილი

ჯგუფის თანადამფუძნებელი და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე

scroll arrow

დასაწყისი