ბიზნეს ცენტრი ტაბიძე 1

scroll arrow
club 71 icon

ბიზნეს ცენტრი ტაბიძე 1

„ტაბიძე 1“ ახალაშენებული ბიზნესცენტრია, რომლის შთამბეჭდავი კლასიკური ფასადის მიღმა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ოფისებია თავმოყრილი. შენობა თბილისის ისტორიული არქიტექტურისა და XXI საუკუნის ტექნოლოგიების დახვეწილ და ელეგანტურ კომბინაციას წარმოადგენს, რომელიც გასული საუკუნეების თბილისის ხასიათსა და თანამედროვე მოთხოვნებს აერთიანებს. 2009 წელს კომპანია „რედიქსმა“ წარმოადგინა სრულიად ახალი, უმაღლესი ხარისხის A კლასის ბიზნესცენტრის, „ტაბიძე 1“-ის, პირველი ბლოკი. მოგვიანებით, 2016-ში კი საზეიმოდ გაიხსნა შენობის მეორე ბლოკი - Leonidze 2, რომელიც თავისი ენერგოეფექტიანობისა და ეკოლოგიური მოთხოვნების შესრულების გათვალისწინებით ერთ-ერთი პირველია ადგილობრივ ბაზარზე. ბიზნესცენტრი მომხმარებელს სთავაზობს ევროპული ხარისხის საოფისე და კომერციულ სივრცეებს.

შენობა

თავისი ადგილმდებარეობით, არქიტექტურული სინთეზით თუ უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურით აღჭურვილი შენობა საკვანძო როლს ასრულებს დღევანდელი თბილისის ურბანული განვითარების პროცესში.

ხარისხიანი და ინოვაციური მასალების გამოყენება კლიენტს აძლევს საშუალებას, რაციონალურად დაგეგმოს საოფისე ფართობი და შეინარჩუნოს ინტერიერის ინდივუდალურობა.



ტექნიკური მახასიათებლები

TABIDZE 1 - 3 127კვ.მ;
Leonidze 2 - 5 982 კვ.მ;
გარე ავტოსადგომი;
საგენერატორო სისტემა;
წყლის რეზერვუარი;
HVAC სისტემა (ცენტრალური გათბობა/გაგრილება/კონდიცირება); 
უსაფრთხოების სისტემები;
OTIS-ის ლიფტები;
ტექნიკური ჯგუფის მომსახურება;
ოფისმენეჯერის მომსახურება.

რბილი იატაკი; 
შეკიდული ჭერი (თაბაშირ-მუყაო/არმსტრონგი); 
თაბაშირ-მუყაოს შიგა ტიხრები, ლამინირებული; 
MDF შიდა კარები, 
ხმაგაუმტარი გარე კარ-ფანჯარა; 
კერამიკული ფილებით მოწყობილი სველი წერტილები და სამზარეულო.

არსებული ფართები

 

Get in touch

If you need to ask anything or have a feedback about our website or our services please feel free to send us a quick contact from here

scroll arrow

დასაწყისი