უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN
უკან დაბრუნება

ახალი ამბები

თავისუფლების მოედანზე „რედ კაფე დაინინგი“ გაიხსნა!

2016.12.16

თავისუფლების მოედანზე „რედ კაფე დაინინგი“ გაიხსნა.  „რედ კაფე დაინინგი“ მოხმარებლებს სთავაზობს ჯანსაღ საკვებს, გემრიელ კერძებს, სწრაფ მომსახურებას,  საინტერესო და იდეალურ  გარემოს როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე ბიზნესლანჩებისა და კორპორაციული ღონისძიებებისთვის.

„რედ კაფე დაინინგში“ მომხმარებლებს შეუძლიათ მიირთვან ჯანმთელად, სწრაფად და გემრიელად დღის ნებისმიერ მონაკვეთში, რადგან ეს არის ადგილი, სადაც  გაერთიანებულია საუზმე, ლანჩი, სადილი და საღამოს ბარის მშვიდი გარემო; საუზმეზე შესაძლებელია დააგემოვნოთ უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი, ახლადგამომცხვარი პურ-ფუნთუშეული, რძის პროდუქტები, სენდვიჩები, ტოსტები, ახალგამოწურული წვენების, არომატული ყავისა და ჩაის ფართო არჩევანი.

რესტორანი მორგებულია ძირითადად დატვირთული ცხოვრების მქონე მომხმარებელზე, ითვალისწინებს ლანჩისთვის განკუთვნილ ლიმიტირებულ დროს და მომხმარებლებს "ღია ბუფეტს“ სთავაზობს. ყოველდღე დღის 12-დან 18 საათამდე  ლანჩზე წარმოდგენილია ნატურალური პროდუქტებით მომზადებული ფრეშსალათები, წვნიანის ფართო არჩევანი, ცხელი კერძები და საკონდიტრო ნაწარმი.

ვახშამზე, კი გთავაზობთ შეფ-მზარეულის მიერ მომზადებულ ქართული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს, ტრადიციული იტალიური მეთოდით დამზადებული პასტის და პიცის ნაირსახეობას.

 „რედ კაფე დაინინგში“ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკვების შენახვისა და მომზადების საერთაშორისო ნორმების დაცვას. რესტორანი აღჭურვილია იტალიური წარმოების უახლესი დანადგარებით. კერძები მომზადებულია კულინარიული ტექნოლოგიის ყველა სტანდარტის დაცვით, გამოცდილი შეფ მზარეულის მიერ.

 მისამართი: თბილისი, ლეონიძის ქ. #2