უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN
უკან დაბრუნება

ახალი ამბები

თეატრალური პრემია „დურუჯის“ რიგით IX დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა

2017.12.20

19 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში თეატრალური პრემია „დურუჯის“ რიგით IX დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ცერემონიაზე ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე გამარჯვებულების ვინაობა გამოვლინდა:

ნომინაციაში საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი (პრემია 14 000 ლარი) გამარჯვებული გახდა დავით დოიაშვილი სპექტაქლით „ბალიშის კაცუნა“; საუკეთესო მსახიობი ქალისთვის (პრემია 2 000 ლარი) „დურუჯი“ დაიმსახურა ნატუკა კახიძემ სპექტაქლით „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“; საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში (პრემია 2 000 ლარი) გაიმარჯვა სპექტაქლის „ბალიშის კაცუნა“ მთავარი როლის შემსრულებელმა - კახა კინწურაშვილმა; ნომინაციაში საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი (პრემია 2 000 ლარი) დასახელდა თამთა მელაშვილი სპექტაქლით „გათვლა“; საუკეთესო სცენოგრაფი (მხატვარის) ნომინაციაში გამარჯვებული გახდა თამარ ოხიკიანი სპექტაქლით „ორკესტრი ტიტანიკი“

„დურუჯი“ - პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც საქველმოქმედო ფონდის „ცისკარი” და „რედიქს“ გრუფის ორგანიზებით უკვე მეცხრე წელია იმართება. 2017 წელს, შემოტანილ იქნა 18 თეატრის 33 განაცხადი. 5 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს 3 თვის განმავლობაში აფასებდა, რის შედეგადაც შეირჩა მეორე ტურში მონაწილე 23 ნომინანტი. დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე კი ჩატარდა ფარული კენჭისყრა ჟიურის წევრებს შორის, სადაც 23 ნომინანტიდან, 5 კატეგორიაში, საბოლოო გამარჯვებულები გამოვლინდნენ.