უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN

ახალი ამბები

თეატრალური პრემია "დურუჯის" რიგით VIII დაჯილდოება

2016.12.28

27 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში თეატრალური პრემია „დურუჯის“ რიგით VIII დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ცერემონიაზე ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე გამარჯვებულების ვინაობა გამოვლინდა შემდეგ ნომინაციებში:

საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი - დავით საყვარელიძე;
საუკეთესო მსახიობი ქალი – ნინო კასრაძე;
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – გიორგი გლოველი;
საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – ლაშა ბუღაძე;

თავისუფლების მოედანზე „რედ კაფე დაინინგი“ გაიხსნა!

2016.12.16

თავისუფლების მოედანზე „რედ კაფე დაინინგი“ გაიხსნა.  „რედ კაფე დაინინგი“ მოხმარებლებს სთავაზობს ჯანსაღ საკვებს, გემრიელ კერძებს, სწრაფ მომსახურებას,  საინტერესო და იდეალურ  გარემოს როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე ბიზნესლანჩებისა და კორპორაციული ღონისძიებებისთვის.

„რედ კაფე დაინინგში“ მომხმარებლებს შეუძლიათ მიირთვან ჯანმთელად, სწრაფად და გემრიელად დღის ნებისმიერ მონაკვეთში, რადგან ეს არის ადგილი, სადაც  გაერთიანებულია საუზმე, ლანჩი,…

რედიქს ჯგუფი საპარტნიორო ფონდთან ერთად აბასთუმანში 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტზე იწყებს მუშაობას

2016.02.10

პროექტის მიხედვით 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში აშენდება.   160 ნომრიანი სასტუმრო  მოიცავს კაფე-რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახს,  აუზს, ბარსა და კლუბს, ფიტნეს კლუბსა და სპას.

 

როგორც ფონდის  საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჩერქეზიშვილი აღნიშნავს,  აბასთუმანში, რომელიც ერთ-ერთი სტრატეგიული საკურორტო დასახლებაა, დღესდღეისობით მხოლოდ  საოჯახო ტიპის რამდენიმე სასტუმრო ფუნქციონირებს.  „შესაბამისად   …

2015 წლის პრემია `დურუჯის~ ლაურეატები 24 ოქტომბერს გამოვლინდენ

2015.10.24

თეატრალური პრემია „დურუჯის“ 2015 წლის ლაურეატების ვინაობა  „თბილისი ივენთ ჰოლში“ გამოვლინდა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია შაბათს, 24 ოქტომბერს გაიმართა.

 

საქველმოქმედო ფონდ `ცისკრის~ მიერ დაწესებული პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ უკვე მეშვიდედ გაიცა. წელს საბუთების წარდგენის ვადა 08 მაისს ამოიწურა. 5 წევრისგან შემდგარი ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს 2 თვის განმავლობაში აფასებდა. საბოლოო…

მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმმა პირველკურსელთა ფიცის დადების VIII საიუბილეო ცერემონიას უმასპინძლა

2015.10.13

მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმმა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელების ფიცის დადების საიუბილეო, VIII ცერემონიას უმასპინძლა. 2008 წელს კომპანია „რედიქსის“ ინიციატივით  აღდგენილი თეატრალური „ნათლობის“ სიმბოლური რიტუალი სამშაბათს, 13 ოქტმობერს ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში ჩატარდა.

80-იან წლებში, თეატრალურ ინსტიტუტში შექმნილი ფიცის დადების ლამაზი ცერემონია პირველ ხანებში თელავსა და ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის…