უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN
უკან დაბრუნება

სასტუმრო "კაბადონი"

მისამართი : თამარ მეფის ქ. # 1. სიღნაღი

ტელეფონი : +995 322 240 400

www.kabadoni.ge

 

საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქი სიღნაღი კახეთის ულამაზესი კუთხის – ქიზიყის გულში მდებარეობს და ცივგომბორის ქედის შემაღლებული ბორცვიდან ალაზნის თვალუწვდენელ ველსა და კავკასიონის მთების თვალწარმტაც პანორამას გადასცქერის. სიღნაღის განსაკუთრებულობას შესანიშნავი ადგილმდებარეობისა და ისტორიული ღირებულების გარდა, ქალაქის ხუროთმოძღვრული სტილი და უნიკალური არქიტექტურაც განაპირობებს. „სიყვარულის ქალაქად“ მონათლული სიღნაღი ერთი დიდი მუზეუმია, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ცოცხლდება 200 წლის წინანდელი ისტორია. 

 

„კაბადონი“ პირველი სასტუმროა საქართველოში, რომელიც გაწევრიანებულია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბრენდის Preferred Hotel Group - Preferred Boutique ქსელში.

 

„კაბადონის“ სავიზიტო ბარათი მისი არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობაა: ბუტიკ-სასტუმროს ერთი მხრიდან ალაზნის ველზე მიმოფანტული ვენახებისა და კავკასიონის ქედის შთამბეჭდავი პეიზაჟი იშლება, მეორე მხარე კი სიღნაღის ისტორიულ უბანს გადაჰყურებს. „კაბადონი“ 21 ნომერს აერთიანებს. სტუმრების განკარგულებაშია რესტორანი, „სანსეტ ლაუნჯი“ ღია ცის ქვეშ, ღვინის ბარი და 2 ტერასა პანორამული ხედით. „კაბადონის“ ველნესცენტრში, სადაც დახურული საცურაო აუზი, ტრენაჟორების დარბაზი და სილამაზის სალონია განთავსებული, მომხმარებლები თერმულ ზონაში რელაქსაციასა და სპაპროცედურებით სარგებლობასაც შეძლებენ.

 

დახვეწილი გარემო, მშვიდი და ჰარმონიული ატმოსფერო, მომსახურების ფართო არჩევანი და ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა – „კაბადონი“ იდეალური ადგილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კომფორტი, სიმყუდროვე და ყურადღება.

 

მიწის ფართობი                 5,600 კვ.მ.                                  

სამშენებლო  ფართობი       2,551 კვ.მ.