უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN
უკან დაბრუნება

კლუბი 71

მისამართი : ვაჟა-ფშაველას გამზ. #71, თბილისი

ტელეფონი : +995 322 200071

www.club71.ge

 

„კლუბი 71“ თანამედროვე ველნესცენტრია, რომელიც ჯანმრთელობის, სილამაზისა და სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ყველანაირ მომსახურებას აერთიანებს.  

„კლუბ 71“-ის ოთხსართულიან შენობაში,თითქმის 3000 მ2 ფართობის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც აქტიური დასვენებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის არის საჭირო - საცურაო აუზები უფროსებისა და ბავშვებისთვის, ტრენაჟორების დარბაზი, სავარჯიშო დარბაზი, საცოცი კედელი.
სპაში იდეალური პირობებია შექმნილი ყოველდღიური დაძაბული რიტმისგან თავის დაღწევის, განტვირთვისა და განწყობის ამაღლებისთვის.

ცხოვრების ჯანსაღი წესი მხოლოდ გრძელ დისტანციებზე სირბილს ან ტრენაჟორების დარბაზში ინტენსიურ ვარჯიშს არ გულისხმობს. მხოლოდ სპორტული აქტივობისა და რელაქსაციის, დატვირთვისა და დასვენების შეთავსებითაა შესაძლებელი ფიზიკური და ემოციური ჰარმონიის მოპოვება. კარგი ტონუსი ბუნებრივი მდგომარეობაა, რომლის მიღწევაშიც მომხმარებელს „კლუბ 71“-ის მრავალფეროვანი პროცედურები  დაეხმარება.