უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN
უკან დაბრუნება

ბიზნეს ცენტრი "ტაბიძე 1", II ბლოკი

მისამართი : ლეონიძის ქ.#2, თბილისი

ტელეფონი : +995 322 20 11 22

 

ქალაქის შუაგულში, ლეონიძის ქუჩაზე თბილისელებისა და სტუმრებისათვის ისტორიულად ყველაზე მიმზიდველ ადგილას, სადაც მიუხედავად მუდმივი განახლებისა, ყველაზე მეტად იგრძნობა ძველი ქალაქი, ახალი ბიზნესცენტრი შენდება.

სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო ნაგებობას  მინიჭებული აქვს უძრავი ძეგლის სტატუსი. შენობის ჩრდილოეთი და დასავლეთი ფასადების მცირე ფრაგმენტი 20-ე საუკუნის შუა წლების კლასიცისტური არქიტექტურის ნიმუშია და მდიდარია იმ დროისათვის დამახასიათებელი არქიტექტურული დეტალებით.

არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული იქნა შენობის ფასადის შენარჩუნება, ნაწილობრივი რესტავრაცია და ნაწილობრივი რეკონსტრუქცია. შედეგად მივიღეთ მე-20 საუკუნის არქიტექტურისა და თანამედროვე არქიტექტურის სინთეზი, რამაც შენობა განსაკუთრებით მიმზიდველი გახადა.

შიგა ეზოში, რომელიც ნაწილობრივ შეიცვალა, შეიქმნა ღია საზოგადოებრივი სივრცე, რომელსაც შესასვლელი აქვს როგორც შენობიდან, ისე ტაბიძის ქუჩის მხარეს არსებული თაღიდან. ოფისების გარდა, ბიზნესცენტრში ფუნქციონირებს რესტორნების ქსელი "რედკაფე“ და მიმდინარეობს ქართული რესტორნის მშენებლობა.

 

მიწის ფართობი                 1009  მ2                                 

სამშენებლო  ფართობი    7392.5  მ2