უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN
უკან დაბრუნება

სასტუმრო აბასთუმანში

მისამართი : აბასთუმანი

ტელეფონი : +995 322 20 11 22

 

სამცხე-ჯავახეთში მდებარე კურორტი აბასთუმანი უნიკალური ადგილია თავისი მახასიათებლებით. მარადმწვანე ტყეები, მაღალმთიანი კლიმატი, მზიანი დღეების ხანგრძლივობა, სუფთა და გამჭვირვალე ჰაერი, თერმული წყაროები იდეალურ გარემოს ქმნის ჯანსაღი დასვენებისთვის. აბასთუმანში ტურისტული სეზონი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება.

 

აბასთუმნის კურორტად ქცევის პროცესი IX საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო. ამას ხელი შეუწყო რუსეთის იმპერიის განსაკუთრებულმა ინტერესმა ბორჯომისა და აბასთუმნის მინერალური წყლების მიმართ. IX საუკუნეში აშენდა აბასთუმნის ცნობილი აბანო და რომანოვების ულამაზესი რეზიდენცია. განსაკუთრებული კლიმატური პირობების გამო 1932 წელს სწორედ აბასთუმანში დაარსდა პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია საბჭოთა კავშირში.

 

„რედიქსჯგუფის“ სასტუმრო ყოფილი სანატორიუმ „აღობილის“ ტერიტორიაზე განთავსდება და 200 სტუმარს მოემსახურება. მომხმარებლისთვის შეთავაზებულ იქნება  სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურების ფართო არჩევანი, მათ შორის საუნა, სპაცენტრი, წყლის პროცედურები და ა.შ.. სასტუმროში განთავსდება რესტორანი და ბავშვების გასართობი ზონა.

 

პროექტით ასევე გათვალისწინებულია ისტორიული ნაგებობების (მათ შორის რომანოვების სასახლისა და სამეფო აბანოს) რეკონსტრუქცია, შენობების ფასადების აღდგენა და მათი ფუნქციური დატვირთვის შეცვლა. თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასტუმროების იერსახე მაქსიმალურად იქნება შერწყმული რეგიონის კლიმატურ და ვიზუალურ თავისებურებებთან.