უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN
უკან დაბრუნება

სასტუმრო სამზეო

მისამართი : თუშეთი

ტელეფონი : +995 322 20 11 22

 

ულამაზესი კუთხე თუშეთი, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. მისი ფართობი 896 კვადრატული კილომეტრია.  იგი  ზღვის დონიდან 1650-4493 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აქ სუსტი ქარი და წყნარი დღეები იცის.

თუშეთი მიმზიდველია ტურისტებისთვის თავისი უნიკალური ბუნებით, საცხენოსნო ტურებითა და ადგილობრივი სამზარეულოთი.

აქ იგეგმება თანამედროვე ტიპის კომფორტული სასტუმროს აშენება, რომელშიც შენარჩუნებული იქნება ძველი ყოფის ელემენტები ინტერიერისა და იმგვარი დეტალების სახით, როგორიცაა შეშით გათბობა და ა.შ..

მზიანი დღეები, საუცხოო კლიმატი და გამართული ინფრასტუქტურა ის ფაქტორებია, რომლებიც განსაკუთრებულად იზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს.

 

მიწის ფართობი                 2,600 კვ.მ..                                

სამშენებლო  ფართობი    3,15.5 მ2 კვ.მ.