უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN
უკან დაბრუნება

სასტუმრო „ქობულეთი“

მისამართი : აღმაშენებელის ქ. # 291ა. ქობულეთი

ტელეფონი : +995 322 20 11 22

 

შავი ზღვის სანაპიროზე განლაგებული კურორტი ქობულეთი ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა. ქობულეთის პოპულარულობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: კურორტი უნიკალური სამკურნალო თვისებებით ხასიათდება არა მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, არამედ მთელი წლის განმავლობაში. თბილი და რბილი სუბტროპიკული კლიმატი, სუფთა, იონიზებული ჰაერი, მცხუნვარე მზე და თბილი ზღვა – აი რატომაა ქობულეთი იდეალური ადგილი დასვენებისა და გართობისათვის.

 

„რედიქსჯგუფის“ სასტუმრო-დასასვენებელი კომპლექსი ყოფილი „ფიჭვების“ ტერიტორიაზე განთავსდება. 12-კილომეტრიანი სანაპიროს ეს მონაკვეთი ყველაზე გამწვანებული, სუფთა და ჯანსაღი ადგილია. კომპლექსში თავმოყრილი ვილები, სასტუმრო და კერძო საცხოვრებელი ნაწილი საერთო ჯამში 120 ნომერს გააერთიანებს. კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ღია და დახურული საცურაო აუზები, საზაფხულო და საბავშვო რეკრეაციული და გასართობი ზონები, ლობი 50 პერსონაზე, 150 სტუმარზე გათვლილი რესტორანი, ავტოსადგომი 100 ავტომობილისთვის და სხვა.

 

„რედიქსის“ სასტუმროში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის აუცილებელი ყველა პირობა იქნება შექმნილი. ეს ტერიტორია შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ელიტური დასასვენებელი კომპლექსი გახდება.

 

მიწის ფართობი                                  16 600 კვ.მ.

სამშენებლო  ფართობი                       30 520 კვ.მ.

სასტუმრო                                           13 120 კვ.მ.

საცხოვრებელი                                    4 250 კვ.მ.

საცხოვრებელი მ.შ. ვილები                3 150 კვ.მ.