უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN
უკან დაბრუნება

სასტუმრო “ბაკურიანი”

მისამართი : წაქაძის ქ. # 24. ბაკურიანი

ტელეფონი : +995 322 20 11 22

 

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კურორტი ბაკურიანი იდეალური დასასვენებელი ადგილია სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის და არა მარტო მათთვის. ბაკურიანი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს და მთების რკალშია მოქცეული. უნიკალური კლიმატი, ჯანსაღი გარემო, კრისტალურად სუფთა ჰაერი, მარადმწვანე ტყეები, ნაძვისა და ფიჭვის განუმეორებელი სურნელი, ზაფხულში – ხასხასა ალპური მინდვრები,  ზამთარში – თოვლი და თხილამურები, – ყოველივე ეს განაპირობებს ბაკურიანში როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის ტურიზმის განვითარებას. 

 

„რედიქსჯგუფი“ სასტუმრო ყოფილი „გეოლოგების“ (შემდგომ „ასტორია“) ტერიტორიაზე განთავსდება და ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით დაპროექტდება. ეს ადგილი განსაკუთრებული მდებარეობითა და ხედით გამოირჩევა. სასტუმროდან 450 მეტრში სათხილამურო ტრასაა განთავსებული, 300 მეტრში კი შერეული ტყე იწყება. შენობის ფორმა და ფასადი მაქსიმალურად იქნება შერწყმული კურორტის ბუნებრივ-კლიმატურ თავისებურებებთან. 

 

პროექტით გათვალისწინებულია 200 კომფორტული ნომერი, საკონფერენციო დარბაზები სხვადასხვა ტიპის შეხვედრებისა და შეკრებებისთვის, ლობი ბარი 80 პერსონაზე, ფიტნესკლუბი, დახურული საცურაო აუზი, საუნა, სპორტულ-რეკრეაციული ზონა ბავშვებისთვის და სხვა. სასტუმროს რესტორანი 150 მომხმარებელს უმასპინძლებს.

 

მიწის ფართობი                                    25,000 კვ.მ.

სამშენებლო  ფართობი                       8,000 კვ.მ.