უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN
უკან დაბრუნება

ღვინის აღმართი

მისამართი : ღვინის აღმართის # 11/ურბნისის ქ. # 1. ძველი თბილისი

ტელეფონი : +995 322 20 11 22

 

თბილისის ძველი უბნების თითოეულ ქუჩასა და შენობას საკუთარი ისტორია აქვს. აქ ხშირად იყრიდნენ თავს სხვადასხვა ქვეყნებიდან მომავალი ძვირფასი საქონლით დატვირთული ქარავნები, თან მოჰქონდათ აღმოსავლეთიდან ჩამოტანილი სანელებლები, ძვირფასეულობა, ფარჩა, ღვინო და ხალიჩები... ვაჭრობდნენ ქუჩებში და ამ ქუჩებმა დღემდე შემოგვინახეს მათი დანიშნულების ამსახველი სახელწოდებები: ბამბის რიგი, რკინის რიგი, ვერცხლის ქუჩა, ღვინის აღმართი...

 

ღვინის აღმართზე მდებარე „რედიქსჯგუფის“ შენობა სულ მალე ახლებურად შეიმოსება. ნაგებობა თავისი არქიტექტურული ხასიათით ერთგვარი გარდამავალი საფეხური იქნება თბილისის ძველ უბნებსა და თანამედროვე შენობებს შორის. ფასადის ვიტრაჟებითა და სხვადასხვა ფაქტურის მასალებით  მოპირკეთება მას საინტერესო იერს შესძენს და, ამასთან, გარემოს კოლორიტულობასაც შეინარჩუნებს.

 

შენობაში რესტორანი და კომერციული ფართობები იქნება განთავსებული.

 

მიწის ფართობი                                     460 კვ.მ.

სამშენებლო  ფართობი                         2,500 კვ.მ.