უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN
უკან დაბრუნება

გასაყიდი საცხოვრებელი ბინები BCV

მისამართი : ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #71

ტელეფონი : +995 322 322 333

 

BCV მრავალფუნქციური კომპლექსია სრულყოფილი დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურით, რომელშიც ყოველდღიური საჭიროებისათვის აუცილებელი ობიექტებია თავმოყრილი – „რედ კაფე“, „რედიქსის“ საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტი, სილამაზის სალონი და „კლუბი 71“ - საცურაო აუზით, სპაცენტრითა და ფიტნესდარბაზით.

 

ბინებში დამონტაჟებულია თანამედროვე იტალიური სამზარეულო და BOSCH-ის ფირმის ტექნიკა. სველი წერტილები მოპირკეთებულია იტალიური წარმოების ფილებით, დაგებულია კანადური მუხის იატაკი. აპარტამენტები უზრუნველყოფილია ინდივიდუალური გათბობისა და კონდიცირების სისტემებით.

 

კომპლექსს ემსახურება სატვირთო და სამგზავრო OTIS ლიფტები, სამსართულიანი დაცული მიწისქვეშა ავტოსადგომი, წყლის რეზერვუარები მუდმივი წყალმომარაგებისთვის, საგენერატორო, რომელიც ავარიული განათების უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფს. უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებულია ბარათების ელექტრონული სისტემა, ვიდეოდომოფონები, 24-საათიანი დაცვა და კონსიერჟის მომსახურება. სადარბაზოსა და რეკრეაციული ზონის დასუფთავებაზე ზრუნავს საყოფაცხოვრებო მომსახურების კომპანია.

 

 

გასაყიდი ბინები:

კორპუსი, მე-14 სართული, 128.80 კვ.მ., ფასი განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე

კორპუსი, მე-12 სართული, 129.50 კვ.მ., ფასი განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე

კორპუსი, მე-13 სართული, 128.80 კვ.მ., ფასი განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე