უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN
უკან დაბრუნება

გასაყიდი პენტჰაუსი - BCV

მისამართი : ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #71

ტელეფონი : +995 322 322 333

 

პენტჰაუსი მდებარეობს BCV-ის მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომელსაც სრულყოფილი დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურა გააჩნია. კომპლექსში თავმოყრილია ყოველდღიური საჭიროებისათვის აუცილებელი ობიექტები – „რედ კაფე“, „რედიქსის“ საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტი, სილამაზის სალონი და „კლუბი 71“ საცურაო აუზით, სპაცენტრითა და ფიტნესდარბაზით.

 

პენტჰაუსში დამონტაჟებულია თანამედროვე იტალიური სამზარეულო და BOSCH-ის ფირმის ტექნიკა. სველი წერტილები მოპირკეთებულია იტალიური წარმოების ფილებით, დაგებულია კანადური მუხის იატაკი. პენტჰაუსი უზრუნველყოფილია ინდივიდუალური გათბობისა და კონდიცირების სისტემებით.

 

BCV კომპლექსს ემსახურება სატვირთო და სამგზავრო OTIS ლიფტები, სამსართულიანი დაცული მიწისქვეშა ავტოსადგომი, წყლის რეზერვუარები მუდმივი წყალმომარაგებისთვის, საგენერატორო, რომელიც ავარიული განათების უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფს. უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებულია ბარათების ელექტრონული სისტემა, ვიდეოდომოფონები, 24-საათიანი დაცვა და კონსიერჟის მომსახურება. სადარბაზოსა და რეკრეაციული ზონის დასუფთავებაზე ზრუნავს საყოფაცხოვრებო მომსახურების კომპანია.

 

 

პენტჰაუსი:

 

C კორპუსი , მე-17 სართული, 211.60 კვ.მ. 

ფასი განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე