უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN
უკან დაბრუნება

აპარტოტელი "ლე პორტ"

მისამართი : ბათუმი, გოგებაშვილის #30

ტელეფონი : +995 422 20 01 01

 

ბათუმის ცენტრში მდებარე თანამედროვე აპარტოტელი Le Port იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ბათუმში ყოფნისას კომპლექსურად ისარგებლოს სასტუმროსა და ბინის კომფორტით. სასტუმროსგან განსხვავებით, აპარტოტელი მაქსიმალურად არის მიახლოებული საცხოვრებელი ბინის გარემოსთან _ ინტერიერში გათვალისწინებული დეტალების ერთობლიობით და ბინების სრული აღჭურვილობით. აქ მობინადრეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ისეთი დამატებითი მომსახურებებით, რომლებიც ტრადიციული ბინის ქირაობისას მათთვის ცალკე საზრუნავს წარმოადგენს. სწორედ ეს უნიკალური კომბინაცია ქმნის აპარტოტელის განსაკუთრებულ ღირებულებას, სადაც თქვენი სურვილისამებრ ერთდროულად იცხოვრებთ, იმუშავებთ და დაისვენებთ მარტო ან ოჯახთან ერთად. მაღალი სტანდარტების, მოხერხებული და მყუდრო გარემო, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, დაჯავშნის და გადახდის მოქნილი სისტემა _ Le Port თქვენი აპარტოტელია.  

 

Le Port  შავ ზღვაზე გაშლილ ულამაზეს ხედებთან ერთად, უნიკალური მდებარეობითაც გამოირჩევა: ძველ ბათუმში, ნავსადგურისა და რესტორან „სანაპიროს“ მოპირდაპირე მხარეს განთავსებული აპარტოტელი ხელსაყრელ მანძილზეა ყოველდღიური ცხოვრებისა და საქმიანობისთვის აუცილებელი ობიექტებისგან. აპარტოტელის მობინადრეებს სულ რაღაც 5 წუთში შეუძლიათ ყავის მისართმევად, სავახშმოდ ან, უბრალოდ, სანაპიროზე გასასეირნებლად ცნობილ ბულვარს მიაშურონ; ქალაქის ღამის რიტმის შესაგრძნობად, ბრენდების მაღაზიებში შესავლელად ან კონცერტზე დასასწრებად იქვეა ბათუმის პიაცაც. აპარტოტელის წინ საბაგიროცაა, საიდანაც რამდენიმე წუთში ფერიას მთაზე აღმოჩნდებით და ბათუმის უმშვენიერესი ხედებით დატკბებით. Le Port-ის შენობა ადვილად მისადგომია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის. 

 

Le Port-ის დაგეგმვისას მცირედი დეტალიც იმგვარადაა გათვლილი, რომ მობინადრეებისთვის კომფორტი და პრაქტიკულობა ერთდროულად იყოს უზრუნველყოფილი. თანამედროვე სტილში გადაწყვეტილი ბინების ინტერიერში მინიმალიზმი და ეკლექტიკა ზომიერადაა შერწყმული, სივრცე პრაქტიკულად და ესთეტიკურადაა დაგეგმარებული.

 

კლასიკური არქიტექტურული გარე ფასადის მქონე აპარტოტელში 45 ბინაა განთავსებული, რომელთაგან 2 _ ერთოთახიანი, 34 _ ოროთახიანი და 7 სამოთახიანი საცხოვრებელი ფართობია.  აპარტოტელის ბოლო სართული ფეშენებელურ, ტერასებიან 2 ხუთოთახიან ბინას ეთმობა ულამაზესი პანორამით შავ ზღვასა და ქალაქზე.

 

  • მიწის ფართობი                 1562  კვ.მ.                                
  • სამშენებლო  ფართობი       7930  კვ.მ.