უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN
უკან დაბრუნება

ბიზნეს ცენტრი "ტაბიძე 1", I ბლოკი

მისამართი : თბილისი, ტაბიძის ქ. # 1. თავისუფლების მოედანი

ტელეფონი : +995 322 207 702

 

„ტაბიძე 1“ A კლასის ბიზნესცენტრია, რომლის შთამბეჭდავი კლასიკური ფასადის მიღმა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ოფისებია თავმოყრილი. ესაა თბილისის ისტორიული არქიტექტურისა და XXI საუკუნის ტექნოლოგიების დახვეწილი, ელეგანტური კომბინაცია, შენობა, რომელიც გასული საუკუნეების თბილისის ხასიათსა და თანამედროვე მოთხოვნებს აერთიანებს.

 

ბიზნესცენტრის დაგეგმვისას გათვალისწინებულია იმგვარი სპეციფიკური დეტალები, რომლებიც ოფისებში მყუდრო, პარიზული სტილის ატმოსფეროს ქმნის და მშვიდ სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს. დახვეწილი ინტერიერისა და დეკორატიული ელემენტებით მოპირკეთებული ფასადის დინამიკური კომბინაცია გასული საუკუნეების შარმსა და ხასიათს ინარჩუნებს. 

 

ოფისის გვერდით მდებარე ქვაფენილიანი ქუჩა ფეხით მოსიარულეთათვის, ცნობილი ბრენდების მაღაზიები, კაფეები და რესტორნები – ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრში მდებარე ოფისს ფეშენებელურ სამუშაო ადგილად აქცევს.

 

მიწის ფართობი                 630 მ2                           

სამშენებლო  ფართობი   3087.5 მ2

საოფისე                              2047.7 მ2

კომერციული                      711 მ2

ავტოსადგომი                     2678 მ2