უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN
უკან დაბრუნება

BCC – “ბიზნესცენტრი შარდენზე”

მისამართი : შარდენის ქ. # 14. ძველი თბილისი

ტელეფონი : +995 322 20 11 22

 

ძველ თბილისში მდებარე პატარა ქუჩა, რომელსაც ფრანგი მოგზაურის, ჟან შარდენის პატივსაცემად „შარდენის ქუჩა“ უწოდეს, ქალაქის ყველაზე ხალხმრავალი და ფეშენებელური ადგილია, სადაც პრესტიჟული რესტორნები და ბარებია თავმოყრილი. შარდენის ქუჩასა და მის მიმდებარე რკინისა და ბამბის რიგებში გამოფენილი ღია კაფეები უამრავ თბილისელსა და უცხოელ სტუმარს მასპინძლობს. 

 

„რედიქსჯგუფის“ ხუთსართულიანი ბიზნესცენტრი ორივე ხალხმრავალ ქუჩას – შარდენსა და ბამბის რიგს გადაჰყურებს.  ნაგებობის ქვედა სართულებზე ცნობილი რესტორნები და კაფეებია განთავსებული. ეს ადგილი არანაკლებ პოპულარულია ბიზნესსაქმიანობისთვისაც – ამავე შენობაშია თავმოყრილი წამყვანი ფინანსური, იურიდიული და საინვესტიციო კომპანიების სათავო ოფისები.

 

ნაგებობის არქიტექტურა სრულად შეესაბამება შარდენის ქუჩის კოლორიტულ გარემოს. ადგილმდებარეობის გამო, „ბიზნესცენტრი შარდენზე“ „რედიქსის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია.

 

 

მიწის ფართობი                 251 მ2

სამშენებლო  ფართობი    900 მ2