უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN
უკან დაბრუნება

BCV – “ბიზნესცენტრი ვაჟაზე”

მისამართი : ვაჟა-ფშაველას გამზ. # 71, საბურთალო, თბილისი

ტელეფონი : +995 322 20 11 22

 

BCV – „ბიზნესცენტრი ვაჟაზე“ „რედიქსჯგუფის“ პირველი დასრულებული კომპლექსია, სადაც თავმოყრილია ბინები დასრულებული რემონტით, A კლასის ოფისები და კომერციული ფართობები. 

 

BCV მრავალფუნქციური კომპლექსია სრულყოფილი დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურით, რომელშიც ყოველდღიური საჭიროებისათვის აუცილებელი ობიექტებია თავმოყრილი – „რედ კაფე“, „რედიქსის“ საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტი, სილამაზის სალონი და „კლუბი 71“, რომელიც საცურაო აუზს, სპაცენტრსა და ფიტნესდარბაზს აერთიანებს.

 

ბინებში დამონტაჟებულია თანამედროვე იტალიური სამზარეულო და BOSCH-ის ფირმის ტექნიკა. სველი წერტილები მოპირკეთებულია იტალიური წარმოების ფილებით, დაგებულია კანადური მუხის იატაკი. აპარტამენტები უზრუნველყოფილია ინდივიდუალური გათბობისა და კონდიცირების სისტემებით.

 

კომპლექსს ემსახურება სატვირთო და სამგზავრო OTIS ლიფტები, სამსართულიანი დაცული მიწისქვეშა ავტოსადგომი, წყლის რეზერვუარები მუდმივი წყალმომარაგებისთვის, საგენერატორო, რომელიც ავარიული განათების უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფს. უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებულია ბარათების ელექტრონული სისტემა, ვიდეოდომოფონები, 24-საათიანი დაცვა და კონსიერჟის მომსახურება. სადარბაზოსა და რეკრეაციული ზონის დასუფთავებაზე ზრუნავს საყოფაცხოვრებო მომსახურების კომპანია.

 

საცხოვრებელი კომპლექსი - 169 ოჯახზე გათვლილი

ბინები და პენტჰაუზები - 1, 2, 3 და 4 ოთახიანი

 

მიწის ფართობი                 10,352 კვ.მ.

სამშენებლო  ფართობი      44,393.30 კვ.მ.

საცხოვრებელი                  20,190.70 კვ.მ.

საოფისე                              11,091.70 კვ.მ.

კომერციული                     5,443.60 კვ.მ.

ავტოსადგომი                    5,039 კვ.მ.