უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN

სტრატეგია

რედიქს ჯგუფის მთავარი ამოცანაა მასშტაბური სამშენებლო საინვესტიციო პროექტების განხორციელება – უძრავი ქონების ბაზარზე ევროპული სტანდარტების დანერგვა, ნოვატორული კონცეფციების შემუშავება და მათი ინტენსიური წარდგენა.

„სრულყოფილება დეტალებში“ – სწორედ ეს სლოგანი აერთიანებს რედიქს ჯგუფის მიერ განხორციელებულ თითოეულ პროექტს. სრულყოფილებისკენ სწრაფვა და უნაკლო დეტალების ერთობლიობა, გამართული ინფრასტრუქტურა, მაქსიმალურად დახვეწილი სტილი და წინასწარ გათვლილი ყველა წვრილმანი – ამ კომპონენტების შერწყმით იქმნება საბოლოო პროდუქტი, პროდუქტი, რომელიც რედიქს ჯგუფს ძლიერი და სტაბილური კომპანიის პოზიციას უნარჩუნებს.