უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვის კომპანია
GE EN
უკან დაბრუნება

მენეჯმენტი

სულხან პაპაშვილი

ჯგუფის თანადამფუძნებელი და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე

სულხან პაპაშვილი დაიბადა საქართველოში, 1966 წლის 14 თებერვალს. 1988 წელს, მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

თავისი კარიერა საჯარო სამსახურში იურისტად მოღვაწეობით დაიწყო, რომელიც 2003 წლამდე გაგრძელდა.

2003 წლიდან სულხან პაპაშვილმა კერძო სექტორში, როგორც ბიზნესმენმა ისე განაგრძო კარიერა. პაპაშვილის ოჯახი ფლობდა ს.ს. „ბანკი რესპუბლიკას“ საკონტროლო აქციების პაკეტს, რომლის უმრავლესობა 2006 წელს მიყიდულ იქნა ჯგუფი სოსიეტე ჟენერალესა და EBRD-ისთვის. აქციების ორფაზიანი გაყიდვის შედეგად პაპაშვილების ოჯახმა მიიღო 80 მლნ. აშშ დოლარი.

მას შემდეგ, რაც 2006 წელს რესპუბლიკა ბანკის აქციების წილის უმრავლესობა შეიძინა სოსიეტე ჟენერალ ჯგუფმა და EBRD-მ, სულხან პაპაშვილი შეუერთდა სამეთვალყურეო საბჭოს, როგორც სტრატეგიული საკითხების, მულტი-ნაციონალური კორპორაციის ურთიერთობის და სტრატეგიული პროექტების მრჩევლად.

2007 წელს, ძმებმა სულხან და ლაშა პაპაშვილებმა დააარსეს უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის ჰოლდინგი, თანაბარი 50%-იანი წილით (ჰოლდინგი ოპერირებს და ფლობს აქტივებს საქართველოში) და შექმნეს შპს „რედიქსი“, როგორც მმართველი ორგანო, რომელსაც სათავეში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ლაშა პაპაშვილი უდგას. ამ კომპანიაში სულხანი რჩება, როგორც დირექტორთა საბჭოს წევრი.

დღეს, „რედიქს ჯგუფის“ სტრატეგია არის, განავითაროს  უძრავი ქონების პორტფოლიო  საქართველოში, რომელიც კონცენტრირებულია შემდეგ სექტორებზე:

  • A და B კლასის საოფისე ფართობები;
  • ჰორეკა - კომპანია ავითარებს 50% ქალაქისა და 50% საკურორტო ზონებს.
  • საცალო სექტორში F&B-ს გათვალისწინებით, მუშაობს შერეული ტიპის ოფისების, საცხოვრებელი, სასტუმრო და სავაჭრო ცენტრების განვითარებაზე.
  • ახდენს მაღალი ხარისხის, სრულად გარემონტებული საცხოვრებელი სახლების განვითარებას და რეალიზებას.

2012 წლიდან, რედიქს ჯგუფმა, ინვესტიცია განახორციელა რესტორნების ქსელის, სამოგზაურო სერვისების, სპა და ველნესის ინდუსტრიებში. მიუხედავად ამისა, ჯგუფი რჩება უძრავი ქონების ინდუსტრიაში, პორთფოლიოს გაზრდის მიზნით.