ჰილტონ გარდენ ინნი

scroll arrow

ჰილტონ გარდენ ინნი

14.01.2019
Duruji theatre

ჰილტონ გარდენ ინნ

საქართველოში, როგორც თანამედროვე სამყაროს სხვა ქვეყნებში, ტურიზმის სექტორის განვითარება სტუმარმასპინძლობის, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციის ხარისხის განვითარებაზე არის დამოკიდებული. რაც უფრო მყარი, მრავალფეროვანი და საინტერესოა ქვეყანა ტურისტული თვალსაზრისით, მით უფრო მეტია სტუმრობის მსურველი. სწორედ ამიტომ,  ყოველ წელს ტურიზმი და მასთან დაკავშირებული საკითხები შედარებით კომპლექსური ხდება და საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა ამ სფეროს ყველა მიმართულებისადმი. საქმიანი ტურიზმი კი სწორედ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და პოტენციურ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზრისა და, ზოგადად, ეკონომიკური ურთიერთობების, კავშირების განვითარებასთან ერთად, ტურიზმის ეს მიმართულებაც უფრო მოთხოვნადი  ხდება. 

სწორედ ესაა სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნის“ კონცეფციაც. მდებარეობს რა ქალაქის ცენტრალურ უბანში, ბანკებისა და, ზოგადად, კომერციული სექტორის სათავო ოფისების მიმდებარედ, საკუთარი საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხით მეტად უახლოვდება საქმიანი ტურიზმის მოთხოვნების უმაღლეს სტანდარტს. ამასთან, სასტუმროს ბუნებრივად ერწყმის ახლად აშენებული A კლასის ბიზნესცენტრი CH64. 
სასტუმროს დიზაინზე იმუშავეს ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორებმა. 14-სართულიანი შენობის ფასადი იტალიური მუქი ფერის ტერაკოტით და შუშებითაა მოპირკეთებული, რაც შენობას სადა, თანამედროვე, ადვილად შესამჩნევ და აღსაქმელ ელფერს სძენს. შენობის ინტერიერში შემოდის ღია ფერის მეტალი, დამუშავებული მარმარილო და ხე, რაც სივრცის შეგრძნებას ამძაფრებს და დადებითი ენერგიით მუხტავს სტუმარს. სასტუმროს მხატვრულ გაფორმებაზე იმუშავა ცნობილმა ქართველმა მხატვარმა მაია სუმბაძემ, რომელმაც თავისი ნამუშევრებით  „ჰილტონ გარდენ ინნის“ პატარა ბაღში შემოიტანა ექსკლუზიურად სასტუმროსთვის დახატული ულამაზესი ყვავილები.
შენობაში წარმოდგენილია თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რამდენიმე საკონფერენციო დარბაზი, რომლებიც სასტუმროს ინტერიერის კონცეფციის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. აუზი და საუნა სრული რელაქსაციისთვის, სხვადასხვა ფერებით გაფორმებული საერთო სივრცეები და თანამედროვე ქართულ-ევროპული რესტორანი, რომელიც იდეალურია საქმიანი შეხვედრებისა თუ საღამოს მშვიდ გარემოში გასატარებლად.

Other news

მეტის ნახვა

red arrow down scroll arrow

დასაწყისი