აბასთუმანი

scroll arrow

აბასთუმანი

02.09.2024
Duruji theatre

აბასთუმანი თავისი ისტორიულ-კულტურული, უნიკალური სამკურნალო პოტენციალისა და  უაღრესად საინტერესო ტურისტული დანიშნულების თვალსაზრისით, საქართველოს რეგიონალური განვითარების სახელმწიფო პოლიტიკაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. რა თქმა უნდა, პარალელურად ინტერესია კერძო სექტორში.

კომპანია „რედიქსი“ აბასთუმანში რამოდენიმე მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტს ახორციელებს. კერძოდ:

სამეფო აბასთუმანი - ისტორიული აბანოს კომპლექსი, ღირშესანიშნაობა რომლის საინვესტიციო ღირებულება 12 მილიონი აშშ დოლარია. პროექტი მიზნად ისახავს შენობის პირვანდელი სახის აღდგენას, მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და კლასიკურ რესტავრაციას.  განახლებული აბანოს კომპლექსი მოიცავს ცივ და ცხელ გოგირდის აუზებს,  თანამედროვე სპა სივრცეს, მცირე მუზეუმის კონცეფციას -1 სართულზე და  5 სასტუმრო ოთახს.

 

 

სასტუმრო „ვარძია“ -  ერთ-ერთი პირველი სასტუმროა აბასთუმანში. ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობის რეაბილიტაციასა და პირვანდელი ფუნქციის დაბრუნებას კომპანია „რედიქსი“ უდგას სათავეში. საოჯახო ტიპისა და საშუალო სეგმენტის თანამედროვე სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 12 მილიონი აშშ დოლარია და 45 ადამიანი იქნება დასაქმებული. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის შეთანხმების პროცედურული სამუშაოები.

 

სასტუმრო აღობილი - 140 ნომრიანი პრემიუმ კლასის საერთაშორისო სპა სასტუმრო „აღობილი“ -ს განხორციელებისთვის 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია არის გამოყოფილი და 100-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული.სასტუმრო პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი.

 „აღობილი“ კურორტის  პარალელურად, 2025 - ში გაიხსნება. 

Other news

მეტის ნახვა

red arrow down scroll arrow

დასაწყისი