„ტაბიძე 1“ ახალაშენებული ბიზნესცენტრია, რომლის შთამბეჭდავი კლასიკური ფასადის მიღმა თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ოფისებია თავმოყრილი. შენობა თბილისის ისტორიული არქიტექტურისა და XXI საუკუნის ტექნოლოგიების დახვეწილ და ელეგანტურ ნაზავს წარმოადგენს, რომელიც გასული საუკუნეების თბილისის ხასიათსა და თანამედროვე ამბიციური არქიტექტურის ხასიათს აერთიანებს. 2009 წელს კომპანია „რედიქსმა“ წარმოადგინა სრულიად ახალი, უმაღლესი ხარისხის A კლასის ბიზნესცენტრის, „ტაბიძე 1“-ის, პირველი ბლოკი. მოგვიანებით, 2016-ში კი საზეიმოდ გაიხსნა შენობის მეორე ბლოკი - Leonidze 2, რომელიც თავისი ენერგოეფექტიანობისა და ეკოლოგიური მოთხოვნების შესრულების გათვალისწინებით ერთ-ერთი პირველია ადგილობრივ ბაზარზე. ბიზნესცენტრი მომხმარებელს სთავაზობს ევროპული ხარისხის საოფისე და კომერციულ სივრცეებს.