„რედიქს ჯგუფის“ სამსართულიანი ბიზნესცენტრი ძველი თბილისის ორ ულამაზეს, ისტორიულ და ტურისტულ ქუჩას – შარდენსა და ბამბის რიგს – გადაჰყურებს. ნაგებობის ქვედა სართულებზე ცნობილი რესტორნები და კაფეებია განთავსებული. ეს ადგილი არანაკლებ პოპულარულია ბიზნესსაქმიანობისთვისაც – ამავე შენობაში თავმოყრილია წამყვანი ფინანსური, იურიდიული და საინვესტიციო კომპანიების სათავო ოფისები.