Le port

club 71 icon

სასტუმრო ლე პორტი

ბათუმის ცენტრში მდებარე თანამედროვე აპარტოტელი Le Port იდეალურია მათთვის, ვისაც სურს კომპლექსურად ისარგებლოს სასტუმროსა და ბინის კომფორტით. Le Port-ი სტუმრებს სხვადასხვა კატეგორიის 45 ბინას სთავაზობს. ნებისმიერი მათგანი სტუდიოთი დაწყებული და პენტჰაუსით დამთავრებული მაქსიმალურად აკმაყოფილებს ბათუმის ყველაზე მომთხოვნი სტუმრის გემოვნებას. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ტურისტებმა, დამსვენებლებმა ან თუნდაც საქმიანმა ადამიანებმა თავი იგრძნონ შინაურ გარემოში, დაისვენონ და წარმატებით იმუშაონ კიდეც. მაღალი სტანდარტების, მოხერხებული და მყუდრო გარემო, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, დაჯავშნის და გადახდის მოქნილი სისტემა _ Le Port თქვენი აპარტოტელია.

ოთახები

ოთახები

მისაღები ოთახი, სამზარეულო და ერთი ან ორი საძინებელი. ოთახის ზომა შედარებით მოკრძალებულია. გემოვნებით გაფორმებული სივრცე რაციონალურადაა დაგეგმარებული. აქ ყველა პირობაა შექმნილი ცხოვრებისა და დასვენებისათვის.

ოთახები

ლამაზი და გემოვნებით შერჩეული ფარდები, სასიამოვნო განათება და მშვიდი ფერები ავსებს ინტერიერს და ნომრებს განსაკუთრებულ დახვეწილობას სძენს.
ნომრის ინტერიერი Le Port-ისთვის დამახასიათებელი დახვეწილობით და ჰაეროვანი სიმსუბუქით საზეიმო და ამავდროულად ამაღელვებელ განწყობას ქმნის. ფუფუნების, კომფორტის და პრაგმატულობის ერთიანი განცდა გულგრილს არ დატოვებს გამორჩეულად ცხოვრებისა და დასვენების არც ერთ მსურველს.

scroll arrow

დასაწყისი