აპარტოტელი "ლეპორტი" ქალაქის ცენტრში, ისტორიული ბათუმის პირველ ზოლში მდებარეობს. შენობის ფასადი და ინტერიერი ძველი და თანამედროვე ბათუმის სინთეზს წარმოადგენს. ბათუმისთვის დამახასიათებელი, სადა და მინიმალისტური ორნამენტებით გაფორმებული შენობის ინტერიერი იდეალურად ჯდება "ლეპორტის" თანამედროვე, პრემიუმ ხარისხის ავეჯთან და დეტალებთან, რაც საერთო ჯამში, იდეალურ სივრცეს ქმნის საუკეთესო დროის გასატარებლად და ნებისმიერი სახის სტუმრობისთვის.
სართულზეც ფეშენებელური აპარტამენტები არის წარმოდგენილი. შენობის ბოლო სართულიდან შესაძლებელია 360 პანორამული ხედებით ტკბობა ისტორიულ ბათუმსა და შავი ზღვის სანაპიროზე. აპარტოტელის ყველა ბინა აღჭურვილია ავეჯით, აქსესუარებითა და სამზარეულოს ჩაშენებული ტექნიკით. აპარტოტელის მდებარეობა, თანამედროვე დიზაინის კომფორტული ნომრები და მყუდრო გარემო, როგორც საუკეთესო დასვენების, ასევე იდეალური სამუშაო სივრცის წინაპირობას წარმოადგენს.