სამზეო ყვარელი

სამზეო ყვარელი

ეთნო ბუტიკური სასტუმროების ქსელი“სამზეო”, რომელიც რედიქს ჯგუფის ჰორეკა მიმართლებას წარმოადგენს, კახეთში, კერძოდ ყვარელში ახალ სასტუმროს ხსნის...

თუ გსურთ დატკბეთ კახეთის კავკასიონითა და ალაზნის ვაკის განუმეორებელი ხედებით, გაატროთ დასამახსოვრებელი დრო, დაკავდეთ სპორტული აქტივობებით,  გაერთოთ  და ამავდროულად გაეცნოთ კახურ ავთენტურ ღირებულებებსა და ადგილობრივ კულტურას, მაშინ  ეს სასტუმრო  ის ადგილია, რასაც თქვენ ეძებდით. Კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამზეო ყვარელში!   

Სასტუმრო 2024 წელს გაიხსნა. მისი Თანამედროვე და კომფორტული ოთახები  გადანაწილებულია სამ შენობაში, საერთო ჯამში კი 64 სხვადასხვა კატეგორიის ოთახია წარმოდგენილი. Აუზი, ტენისის კორტები, ულამაზესი ბაღი, უამრავი გასართობი აქტივობა და ულამაზესი ტერიტორია  ასწლოვანი ხეებითა და ყვავილების ხეივნებით. Ყოველივე ამასთან ერთად, გურმანების სამოთხე - კახური რესტორანი უგემრიელესი ადგილობრივი და გამორჩეული ქართულ-ევროპული კერძებით.

სამზეო

სამზეო

„სამზეო“ ეთნო ბუტიკური სასტუმროების ქსელია, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე, ბუტიკის ტიპის სასტუმროების მომსახურებას სთავაზობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მისი მიზანი ადგილობრივი, ავთენტური ღირებულებების ბაზაზე აწყობილი მომსახურების შეთავაზებaს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, ადგილობრივი ღიღებულებების მაქსიმალურ აღქმას და დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდებათ სამზეო. მისი ყველა სასტუმრო რეგიონისთვის დამახასიათებელი, ადგილობრივი აქცენტების მიხედვით არის შექმნილი, რომელთაც განსაკუთრებული, საერთაშორისო ხარისხის მომსახურება და ქართული სტუმარ-მასპინძლობის კულტურა აერთიანებს.  თუშური, მისტიკური ალიონიდან, შავი ზღვის ჰორიზონტზე დაკიდებულ, ჩამავალ ფორთოხლისფერ მზემდე - ეს სამზეოს სარკმლიდან დანახული საქართველოა. აღმოაჩინეთ საქართველო სამზეოში!  გამოგვყევი თუშეთში, ყვარელში, ბათუმსა და აბასთუმანში.

scroll arrow

დასაწყისი