ჩვენ შესახებ

scroll arrow

ჩვენ შესახებ

უძრავი ქონ­ებ­ისა და ინვეს­ტიც­ი­ებ­ის მარ­თვ­ის  კომპანია „რედიქსი“ 2007 წელს დაარსდა და დღესდღეობით წამ­ყვანი ად­გილი უჭ­ირ­ავს უძრავი ქონ­ებ­ის მართვისა და მომსახურების ად­გილ­ობ­რივ ბაზ­არ­ზე.

Ჯგუფში სამი ძირითადი მიმართულებაა: კომერციული და საოფისე ფართები, HORECA და სოფლის მეურნეობა.

2007 წელს „რედ­ი­ქსმა“ წარ­მო­ად­გინა მა­ს­შტაბ­ური ბიზნ­ესცენ­ტრი საბ­ურ­თალ­ოზე (BCV), რომელიც მოიცავს საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ ფართობებს.

უძრავი ქონ­ებ­ისა და ინვეს­ტიც­ი­ებ­ის მარ­თვ­ის პარ­ალ­ელ­ურ­ად, 2008 წლიდან რედიქს ჯგუფი სა­ქ­არ­თვ­ელ­ოში არ­სებ­ული ტურ­ის­ტული პოტ­ენცი­ალ­ის ათ­ვ­ის­ებ­ას იწყებს.

 

დღეს რედ­ი­ქს ჯგუფის სტუმ­არ­მა­ს­პინ­ძლობ­ის მიმ­არ­თულ­ება ეთნო-ბუტიკური სასტუმროების ქსელს „სამზეო“-სა და  ჰილტონის ბრენდის სასტუმროებს აერთიანებს.

2010 წლიდან რედიქს ჯგუფი სასოფლო სამეურნეო მიმართულებით იწყებს მუშაობას.

რედიქსის შვილობილი კომპანია „ყვარლის ბაგა“ ამიერკავკასიაში არსებული ყველაზე დიდი ინდუსტრიული რძის მწარმოებელი ფერმაა, რომელიც ყოველდღიურად 40 ტონაზე მეტ რძეს აწარმოებს.

ამჟამად „რედიქსი“ მართავს უძრავი ქონების 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს, რომლებიც მოიცავს თბილისსა და საქართველოს სხადასხვა რეგიონში მდებარე საექსპლუატაციო ქონებას, მშენებლობისა და განვითარების პროცესში მყოფ საკუთრებებსა და მიწის ბანკს.

კომპანია „რედიქსში“ ჯგუფის მასშტაბით ამჟამად 500-ამდე თანამშორმელი მუშაობს.

მენეჯმენტი

 ლაშა პაპაშვილი
ლაშა პაპაშვილი

რედიქს ჯგუფის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი

 სულხან პაპაშვილი
სულხან პაპაშვილი

რედიქს ჯგუფის თანადამფუძნებელი და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე

scroll arrow

დასაწყისი