ყვარლის ბაგა კახეთის რეგიონში, უფრო კონკრეტულად კი ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ფლობს მერძეული მიმართულების ფერმას. ფერმა დაკომპლექტებულია მაღალმწარმოებლური ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით, კერძოდ ჰოლშტინის ჯიშის ძროხებით. აღნიშნული ჯიში ცნობილია, როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალ პროდუქტიული ჯიში.
ფერმა აგებულია სრულად ებრაული ფერმის მოდელის მიხედვით, რომელსაც მთელი რიგი უპირატესობები აქვს ტრადიციულ ევროპულ მოდელთან შედარებით. ეს ეხება, როგორც პირუტყვის კომფორტს და ჯანმრთელობას, ასევე პროდუქტიულობასაც. ფერმაში პირველი 132 სული ძროხის ჩამოყვანა მოხდა 2013 წელს და უკვე 2000 სულამდე საქონელს ითვლის. ფერმის დღიური წველადობა საშუალოდ 23-25 ტონა რძეს შეადგენს, რომლითაც მარაგდებიან ადგილობრივი ბაზრის რძის პროდუქტების მწარმოებელი მსხვილი კომპანიები.
რძის ხარისხი კონტროლდება ყოველდღიურად, ფერმაში არსებული თანამედროვა ლაბორატორიული აღჭურვილობის საშუალებით, გარდა ამისა საბოლოო ხარისხის კონტორლი ხდება თავად გადამამუშავებელ კომპანიებში, შესაბამისად ყვარლის ბაგა არის პირველი და ერთადერთი ინდუსტრიული რძის მწარმოებელი ფერმა რეგიონში, რომელიც ყოველთვის მაღალი ხარისხის რძეს აწარმოებს.