
CH64 - წინგადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანია „რედიქსმა“, ერთ-ერთმა პირველმა, წარმოადგინა უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოში აღიარებული NFPA საერთაშორისო სტანდარტებისა და ენერგოეფექტიანობის გათვალისწინებით აგებული A კლასის ბიზნესცენტრი. დახვეწილი ექსტერიერი, ნატურალური თიხის ფილებით მოპირკეთებული ფასადი, შუშაბანდი, რომელიც ბუნებრივად ერწყმის შენობის გვერდით მდებარე სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინის“ ფასადს, საუკეთესო ადგილმდებარეობა და თანამედროვე ბიზნესცენტრის ყველა დეტალი, რაც აუმჯობესებს მუშაობის პროდუქტიულობას, იძლევა სტიმულს და საუკეთესო პირობებს ქმნის ნებისმიერი საქმის მაქსიმალურად წარმატებით განხორციელებისთვის. დღეისათვის CH64-ის საოფისე ფართობებით სარგებლობენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები.
რაც უფრო კომფორტულია სამუშაო სივრცე, მით მეტად წარმატებულია თქვენი ბიზნესიც!
შენობის ფასადი და ინტერიერის დიზაინი, ყველა წვრილმანი დეტალი, მიმართულია საუკეთესო სამუშაო სივრცის შექმნისკენ.
სრულყოფილება დეტალებშია...